სამშაბათი, 22.07.2025, 11:42
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » The Truth About Marilyn
18:14
The Truth About Marilyn





მერილინ მონრო (ინგ  Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1925 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდისმოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო. ერთგვარი "ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე" ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების" სიაში.













ოჯახი და ცხოვრების ადრეული წლები

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე . მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.















Faili damzadebulia specialurad am saitistvis :
Luxury.ucoz.com















კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 949 | დაამატა: SoFka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz