როდესაც დედამიწის
ზურგზე არავინ არ გაგაჩნია, მარტოობას უფრო ადვილად შეეგუები, ვიდრე
ადამიანებით გარშემორტყმული. შეიძლება დედაც გყავდეს, ცოლიც, შვილიც,
მაგრამ მაინც ცუდად გრძნობდე თავს, ასეთ მდგომარეობას მე სიცარიელეს
ვუწოდებ და არა სიმარტოვეს. სიცარიელე იმდენად მძიმე და ცარიელია, მისი
ატანა შეუძლებელიც ხდება, ასეთ დროს ან თავს იკლავენ ან ცარიელი ადგილის
ამოვსებას ცდილობენ. მაგრამ როგორ უნდა ამოავსო ცარიელი სივრცე, როდესაც
შენი არავის და არაფერს ესმის? უნდა აიკიდო გუდა-ნაბადი და ადამიანის
ძებნას შეუდგე, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით არა, უბრალოდ ადგე და
მოძებნო ის ვინც შენ შეგავსებს.
თუ მზის ცქერა თვალს გჭრის, თვალს დაემდურე და არა სინათლის ძალას
სწორედ ეგაა ნდობა, როცა გჯერა კაცის, მაშინაც კი გჯერა, როცა იცი, რომ ყველა მოიტყუებოდა მის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ.
მწიფედ გათენდა, სხივებით დახუნძლულიყო მზე
სჯობს საკუთარი სიმდიდრისა გრცხვენოდეს, ვიდრე საკუთარი სიღარიბით იამაყო
არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
ადამიანი უფსკრულთან მოთამაშე მასხარაა თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს, ის რაღაცას წარმოადგენს.
|