ამერიკული კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის
ფილმისთვის "შუაღამე პარიზში" (Midnight in Paris) ვუდი ალენს (Woody
Allen) გადაეცა, რომელიც თავისი მეექვსე "ოსკარის" წასაღებად, როგორც წინა
ხუთისთვის, ცერემონიაზე არ გამოცხადდა.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ალექსანდრ პეინი (Alexander
Payne), ნეტ ფექსონი (Nat Faxon) და ჯიმ რეში (Jim Rash) დააჯილდოვეს
ფილმისთვის "შთამომავლები" (The Descendants).
"ოსკარის" მფლობელი საუკეთესო უცხოური ფილმი ბელინალეს გამარჯვებული,
"სეზარის" პრემიით დაჯილდოებული ასგარ ფარჰადის (Asghar Farhadi, ირანი)
"ნადირისა და სიმინის გაყრა" (Jodaeiye Nader az Simin / A Separation)
გახდა.
კატეგორიაში საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი გორ ვერბინსკის
(Gore Verbinski) "რანგომ" (Rango) გაიმარჯვა.. საუკეთესო მოკლემეტრაჟიან
მულტფილმებად კი უილიამ ჯოისისა (William Joyce) და ბრენდონ ოლდენბურგის
(Brandon Oldenburg) "მისტერ მორის ლესმორის ფანტასტიკური მფრინავი
წიგნები" (The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore, აშშ).
|