ნაცრისფერი
დილა გათნდა,ამინდიც კი ჩემს წინააღმდეგ იყო…”ახალ სკოლაში პირველი დღეც
ასეთი უნდაა”-ვფიქრობდი გონებაში…სააბაზანოში შევედი და სარკეში რომ
ჩავიხედე გული გამისკდა,თუმცა მალევე მოვწესრიგდი.საუზმედ რა მქონდა არ
მახსოვს,მოკლედ ყველაფერი ძალიან "მაგრად” იწყებოდა.”ნეტავ ვერ
ვიცხოვრებდით იმ ბინაში,სადაც ვიყავით”-ვლანძღავდი დედაჩემს.ჩემი სუსტი
წერტილი ახალ გარემოსთან და ბავშვებთან შეგუებააა,ვერ ვიტან ყველაფრის
თავიდან დაწყებას.კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი,დიდხანს ლოდინი არ
დამჭირვებია,ავტობუსმა მალევე ჩამოიარა.როგორც კი ავედი ყველა მე
მომაშტერდა(როგორ ვერ ვიტან ესეთ სიტუაციებს)და ჩურჩული დაიწყეს.რა
საკვირველია ყველა იმ სკოლის მოსწავლე იყო,სადაც გადავედი.
რა
შეიძლება ჩემს შესახებ გითხრათ,ვარ დეპრესიული,ნერვიული და "ისტერიჩკა”,ეს
ხუმრობით(ისე ყველა ხუმრობაში რაღაც სიმართლის მარცვალია)როგორც იქნა
მივაღწიე სკოლას და მაშინვე ცხრილის გაგება გადავწყვიტე.პირველი გაკვეთილი
ფიზიკა.”გადასარევია”-ჩავიბურტყუნე. მერე ძლივს მივაგენი ჩემს
კარადას,მერე ზარი დაირეკა და თავპირისმტვერევით გავიქეცი საკლასო
ოთახისკენ.პირველივე დღეს პირველივე გაკვეთილზე დავაგვიანე.მასწავლებელმა
უხმოდ მიმითითა ჩემი ადგილისკენ.უნებურად ჩემს გვერდზე მჯდომს
შევხედე.(ნეტა არ შემეხედა)ზუსტად ისეთი იყო,როგორებიც ფილმებში არიან
ხოლმე:სათვალიანი,ჭორფლიანი და კბილებზე ძაღლივით ბრეკეტები ეკეთა.ისე
მიყურებდა გეგონება ერთი ნახვით შევუყვარდი(გეგონება კი არა მართლა ეგერ
იყო)მაშინვე მოვაშორე მზერა ამ საზარელ სანახაობას და ყურადღება
მასწავლებელზე გადავიტანე.მან ხმამაღლა წარუდგინა ყველას ჩემი თავი(რასაც
ყველაზე მეტად ვერ ვიტან)”ეს თქვენი ახალი კლასელი თიკო შენგელიააა”.მე
უაზრო სახით მივაშტერდი ბავშვებს,ისინიც ასევე მიყურებდნენ.”შეგიძლია
დაჯდე”-მითხრა მასწავცლებელმა.(ნეტა რისთვის ამაყენა)დავჯექი თუ არა ისევ
იმ ჭორფლაინს შევეჩეხე(O.M.G)…
დრო საშინლად გაიწელა.როგორც იქნა
დამთავრდა ბოლო გაკვეთილიც და იმით ბედნიერმა,რომ პირველი დღე ნორმალურად
დასრულდა სახლისკენ გავიქეცი.ეს იმ გრძნობას ჰგავს ოკეანეში დაკარგული
გემი კუნძულს რომ მიადგება. როცა გაჩერებისკენ მივდიოდი ჩემი მზერა ერთმა
ადამიანმა მიიპყრო.როგორც იტყვიან "შავ მერსედესზე ამხედრებული პრინცი
იყო”,ოღონდ იმას ჯიპი ჰყავდა.შეყვარებულობანას თამაშს ვერ ვიტანდი,მაგარმ
ეს ბიჭი ცოტა არ იყოს მომეწონა(ცოტა კი არა ძაან მომეწონა)თუმცა როგორც
გოგოებს შეშვენით, არაფერი შვიმჩნიე და გზა გავაგრძლე.”სად ის და სად
მე,სკოლაში ჯიპით დადის ,მე კიდევ ავტობუსით ძლივს
დავრახრახებ”-ვფიქრობდი.როცა ჩემს შემარცხვენელ ტრანსპორტში ავედი სულ
უკან,ორადგილიან "სიდენიაზე”დავჯექი.ყურსასმენები მეკეთა და გაქანებული
მძიმე როკს ვუბერავდი.უცებ გვერდზე მივიხედე და თვალები იქვე
შემრჩა,მანქანიანი პრინცი მეჯდა.როცა მიხვდა რომ ვუვყრებდი ,ჩემკენ
გამოიხედა,მე კი უხერხულად გადავიტანე მზერა ფანჯრისკენ(კიდევ ერთი
სიტუაცია,რომლის ატანაც არ მაქვს)მერე ფლეიერი გამოვრთე და "მას”
დავაკვირდი.მგონი წაბილსფერი თვალები ჰქონდა,გრძელი წამწამები.თმა ისე
აეჩეჩა,რომ რომელიღაც როკჯგუფის სოლისტს მაგონებდა,მგონი GREEN DAY-ს
მაგრამ ის შავთმიანი იყო.ჩემივე უაზრო მსჯელობაზე გამეღიმა.უცებ ისევ
შემომხედა,უკან გახედვა სრული იდიოტობა იქნებოდა,რადგან უკვე მეორედ ”
წამასწრო ფაქტზე”.
-გამარჯობა-მივესალმე
-hi-მითხრა თინეიჯერისთვის დამახასიათებლად და ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა.
-რომელ კლაში ხარ?-ისევ მე დავარღვიე უხეხული სიჩუმე
-სხვათაშორის ერთ კლაში ვართ
-მართლა?-სერიოზულად
გამიკვირდა-ვერ შეგამჩნიე,საერთოდ ამ წუთას არცერთი ჩემი კლასელის სახე არ
მახსოვს(გარდა იმ საზარელი გამინაკლისისა)
-ცუდი მახსოვრობა გაქვს?-მკითხა
"რა შუაში იყო”-გავიფიქრე
-არა უბრალოდ სკოლაში პირველ დღეებს და ეგეთებს ვერ ვიტან
-ააჰა,გასაგებია-გაეღიმა-ისე მე ლევანი მქვია,მეგობრები ლევანჩოს მეძახიან
"ჩო”-გავიმეორე გონებაში და გამეცინა
-რა გაცინებს?-მკითხა
-არა არაფერი,ანეკდოტი გამახსენდა და…
-ხო ხო როგორ არა-მიხვდა რომ ვატყუებდი-შენ თიკო ხარ ხომ?
-ხო,მაგრამ მეგობრები თიკჩოს მეძახიან-გავიხუმრე
ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.ამასობაში ავტობუსი გაჩერდა.
-კარგი თიკჩო სასიამოვნო იყო შენი გაცნობა
-ჩემთვისაც(სასიამოვნო კი არა….)
საღამოს
ვიმეცადინე და კომპთან დავჯექი,skype-ში შევედი მერე face-ზე,მაგრამ
როგორც ყოველთვის საინტერესო არაფერი ხდებოდა და მალევე გამოვრთე
კომპი.ამასობაში 12-ის ნახევარი გამხდარიყო,მოვტვინე რომ უნდა
დამეძინა.დავწექი და ფიქრი დავიწყე.ჯერ ჩემი "გრანდიოზული’დღე შევაფასე
ახალ სკოლაში,მერე კი ლევან "ჩოო” გამახსენდა…ამ მოგონებებში გართულს
მალევე ჩამეძინა.
გათენდა…(ახალი ამბავი)როგორც ყოველთვის უხალისოდ
ავდექი,მოვწესრიგდი ,ვისაუზმე და ავტობუსის მოლდინში ისევ ფიქრებში
გადავეშვი.O.M.G.-დავიყვირე,როდესაც ჩემსკენ მომავალი ჯიპი
დავინახე.ლევანი იყო,მან მე გამომიარა,რათა სოლაში წავეყვანე(როგორც
ფილმებში ხდება ხოლმე)მაგრამ ყბა ხუთ მეტრზე ჩამომვარდა,როცა მე წინ
ჩამიარა და გვერდითა სახლის წინ მდგომ ,აყლაყუდა,ქერათმიან და სომეხივით
"გაპრანჭულ”გოგოს გაუჩერა.იდიოტივით მივჩერებოდი,ამასობაში ავტობუსმა
ჩამოიარა და მძღოლს რომ არ დაეძახა,ალბათ კიდევ დიდხანს მომიწევდა
დგომა.”არა ეს უკვე ზედმეტია,ნამდვილი იდიოტი ვარ,ვისზე ვფიქრობდი,ის
ისეთივე კრეტინია როგორც დანარჩენი ბიჭები,ერთადერთი,ვისაც ჩემზე
სხვანაირი შეხედულება ჰქონდა ის ჭორფლიანი იყო,მაგრამ ამაზე ფიქრიც არ
მინდიდა.მჟავე სიფათით ვიჯექი გაკვეთილებზე,როცა ვაჟბატონი მომესალმა,ხმა
არ გავეცი.თუმცა რა მისი ბრალი იყო,რომ შემიყვარდა,მას კი სულ სხვა
მოსწონდა?ბოლოს ყველაფერში ჩემი თავი დავადანაშაულე…
სკოლის დერეფანში უაზროდ მივაბოტებდი,როცა ჩემი ყურადღება კედლებზე გამოკრულმა
ვარდისფერმა
პოსტერებმა მიიპყრო.ყველა მათგანი გამოსაშვები საღამოს მოახლოებას
ამცნობდა მოსწავლეებს…”ესღა მაკლდა”-გავიფიქრე.იქ მარტო წასვლას
მირჩევნოდა ისევ იმ ჭორფლიანთან ერთად წავსულიყავი…(სადამდე მივიდა საქმე)
დღეები უაზროდ გადიოდა…მე "ჩოოს”იგნორს ვუკეთებდი(იდიოტი)ის კი გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე,ვერც კი ხვდებოდა…
პარასკევს
გაკვეთილების შემდეგ როგორც ყოველთვის გაჩერებაზე ვიდექი.უეცრად მზეზე
რაღაცამ მომჭრა თვალი.ეს იმ ჭორფლიანის ბრეკეტები იყო(აი აქ დადგა ჩემი
ნამდვილი აღსასრული)
-გამარჯობა-მომესალმა,თან ენას "უთლიფინებდა”
პასუხად მხლოდ გავიღიმე და ოდნავ განზე გავდექი გარკვეული მიზეზების გამო|-(
-რაღაც შეიძლება გთხოვო?
-გააჩნია-ვუთხარი ცივად
-მოკლედ დღეს პარასკევია და მინდა რომ სადემე დაგპატიჟო,წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
არ
ვიცი რა დამემართა,ალბათ იმ საშინელი მოგონებებისგან მინდოდა
განთავისუფლება,რომლებიც ლევანს და მის სომეხს
უკავშირდებოდა.დავთანხმდი…(მგონი სულ გავრეკე)მხოლოდ სახლში მისვლის
შემდეგ დაფიქრდი რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას:ყველა დამცინებდა და
ჭორფლიანთნაც ფესვებიანი გამოსახულებების გარდა ვერაფერზე
ვისუბრებდი,შედეგად ეს ყველაზე საშინელი პაემანი იქნებოდა ჩემს
ცხოვრებაშიO.M.G.
თანდათან უფრო მიახლოვდებოდა აღსასრული…დათქმულ
დროს კაფეში მივედი,ის კრეტინი იქ მელოდებოდა უკვე… ჩემი ვარაუდი გმართლდა
,მათემატიკაზე,ფიზიკაზე და ისეთ სისულელეებზე დამიწყო ლაპარაკი,საერთოდ
რომ არაფერ შუაში იყო იმ სიტუაციასთან.ამიტომ გადავწყვიტე არ მომესმინა და
ფიქრებში გადავეშვი…
უცებ ნაცნობი სომხური გამომეტყველება
ვიცანი,ლევანის შეყვარებული იყო.”მაგარია”-გავიფიქრე,თუმცა სხვა რამეც
შევამჩნიე,ის სხვასთნ ერთად იყო.ნუთუ მიატოვა და გზა განმითავისუფლა?მერე
ჩემს თავზე გავბრაზდი,როგორ უნდა გიყვარდეს ის პიროვნება ,რომელზეც მხოლოდ
ის იცი,რომ ლევანი ქვია და მეგობრები ლევანჩოს ეძახიან.ბოლოს კი თავი
გავიმართლე ,ალბათ ერთი ნახვით შეყვარების უნდა დავიჯერო-მეთქი. ამ
ფიქრებიდან ისევ ჭორფლიანმა გამომარკვია,მგონი სადღაც აგვიანდებოდა და
უნდა წასულიყო,ნორმალურად ვერ გავიგე(ჩემთვის უკეთესი).
ვიჯექი და მიხაროდა…(აუ რა იდიოტი ვიყავი)
ყველაფრი
ერთ წამში მოხდა:კაფეში ლევანი შემოვარდა,”სომეხი”ფეხზე წამოხტა,მისი
შეყვარებული კი კარისკენ წავიდა, "ოჯახურ კონფლიქტს”ადგილი დაუთმო.თურმე
ყველაფერი ისე არ ყოფილა როგორც მეგონა…
-ეს ის არ არის,რასაც შენ ფიქრობ-ეუბნებოდა "სომეხი”
-ესეც საკმარისია-უთხრა გამწარებულმა ლევანმა
თავი
ლათინო-ამერიკული სერიალის გმირი მეგონა და აი დადგა ის მომენტი როცა უნდა
გავსულიყავი და მეთქვა 125-ე სერიის დასასრული -მეთქი(LOL)ამ დროს ლევანი
გარეთ გავარდა ,ის კი უკან გამოედევნა.მე კმაყოფილი ვბრუნდებოდი
შინ,რადგან ლევანი მიხვდა ,თუ როგორი "ერთგული”შეყვარებული ჰყავდა.
გამოსაშვებ
საღამომდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა,მე კი ჭორფიანთან ერთად
წასვლას აღარსად ვაპირებდი.მეორე დღეს ისე მოვექეცი ,თითქოს არც არაფერი
მომხდარა.ისე ცოტა კი შემეცოდა,მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიშორებდი.
ლევანს რაღაც არ ეტყობოდა,რომ დეპრესიაში ყოფილიყო…ავტობუსში ისევ გვერდით მომიჯდა.მე როგორც ყოველთვის არ შევიმჩნიე.
-გამარჯობა თიკჩო-მომესლმა
-გაგიმარჯოს…
-როგორ ხარ?
-გადასარევად-მაგრამ მიხვდა,რომ ამ სიტვას გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა
-იცი რაღაც უნდა გითხრა,დიდი ხანია მინდოდაა ამის თქმა,იმ დღიდან,როცა ავტობუსში პირველად დაგელაპარაკე…
ნეტავ რა უნდა ეთქვა…(არადა გულის სიღრმეში მგონი ვიცოდი)
-მოკლედ…მე…შენ…კალამი გათხოვე და ხომ არ გინდა დამიბრუნოოო?
-რააააა?
-კაი ვიხუმრე-გაეცინა
მე კიდევ შვებით ამოვისუნთქე
-მოკლედ პირდაპირ გეუნები და როგორც გინდა ისე გაიგე…
-თქვიი
-მიყვარხარ…
მე პირი დავაღე,არ ვიცოდი რა მეთქვა…
-კი მაგრამ შენ ხომ სულ ახლახან დაშორდი შეყვარებულს ,ასე უცებ როგორ შემიყვარე?
-მე
დიდი ხანია მიყვარხარ,ის კი დიდი ხანია გადამიყვარდა,ნეტავ რამ შემაყვარა
საერთოდ,მინდოდა დავშორებოდი,მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი.ის შემთხვევა
ჩემთვის ნამდვილი გადარჩენა იყო…
მე ჩუმად ვუსმენდი და ბოლოს გადავწყვიტე მეც გამოვტყდომოდი სიყვარულში
-მეც მიყვარხარ…
ლევანი გაოგნებული მიყურებდა,ალბათ არ ეგონა რომ მეც იგივე გრძნობით ვუპასუხებდი
-ოჰო-ესღა მითხრა-მაშინ ჩემთან ერთად გამოსაშვებ საღამოზეც წამოხვალ.თუ უკვე
შეუთანხმდი გვერდით რომ გიზის იმას
-ნერვებს ნუ მიშლი-გამეცინა-რა თქმა უნდა წამოვალ და ისიც შეიგნებს რომ უნდა შემეშვას
ამასობაში მისი წასვლის დრო მოვიდა,-ზეგ შეგხვდები გამოსაშვებზე- იმხელაზე დაიყვირა,რომ ყველამ ჩევენკენ გამოიხედა,მე შემრცხვა…
წვიმდა…ზუსტად
გამოსაშვებისთვის შესაფერისი ამინდი იყო|-(მოვემზადე.შავი ,მოლკლე კაბა და
შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი,თუმცა მალევე შემაწუხა და ისევ კეტები
მოვირგე.ცოტა უცნაური კი იყო,მაგრამ ქუსლიანებით დიდხანს ვერ
გავძლებდი.როგორც კი მაქანის ხმა გავიგე ,გარეთ გავვარდი და რომ არ
დავსველებულიყავი გიჟივით შევხტი მანქნაში..ლევანს დავეტაკე,მან კი
სხვანაირად გაიგო და გადამეხვია,მეც
ჩავეხუტე..გვაგვიანდება-შევახსენე,თორემ მგონი დაავიწყდებოდა სადაც
მივდიოდით
-ამ ზაფხულს რას გეგმავ?-მკითხა გზაში
-არ ვიცი,ალბათ აქ ვიქნები,შენ?
-სწორად ამაზე მინდოდა ლაპარაკი,მოკლედ მე მინდა რომ ერთად წავიდეთ სადმე…დასასვენებლად
-ოჰო,ჯერ დედაჩემს უნდა მოველაპარაკო-გამეცინა,მანაც გაიღიმა
ყველაფერი არც ისე საშინლად იყო,როგორც მეგონა,გამოსაშვებზე ყველა მოსწავლე იყო..თითქმის,ცეკვავდენენ,ერთობოდნენ.
ლევანმა მოშორებით ,ბაღში წამიყვანა რადგან სხვების თანდასწრებით ცეკვისა მრცხვენოდა(რა იდიოტი ვიყავი,როგორც ყოველთვის)
ჩვენ
ჩუმად ვცეკვევდით,მე ისევ მრცხვენოდა…ვგრძნობდი როგორ მიწვავდა ზურგს 2
წყვილი თვალი და ზუსტად ვიცოდი ვისი თვალებიც იქნებოდა…ლევანს მივბაძე და
არაფერი შევიმჩნიე.
ჩვენ ისევ ვცკვავდით…ვცეკვავდით…ჩვენი თვალები კი ყველფერს ჩევნს მაგივრად ამბობდა…