ტვინში იშრიტება ძველი ნაფლეთები,
ძველი მოგონების, ძველი სახელები..
კადრები უჩვეულო.. ნანატრი სახეები..
თვალები დაღლილი და ღამენათენები!..
დღეს, რაღაც უჩვეულოდ ისევ ჩამოთოვა..
სველ ფეხს დავაბიჯებ, ხელები კი თრთოლავს..
უკვე დავსველდი და სულმთლად გათოშილი,
ვყვირი შეშლივით, ოღონდ ვეღარ ვტირი!
გელი ამ დიდ თოვლში სულმთლად სულშეკრული..!
სულმთლად ცრემლშემშრალი..
ცრემლი..
ბოლო წვეთი!
თუნდაც ბავშვად მთვლიდე,
მოდი, მეგუნდავე!..
შენ თუ არ გამათბობ, პლედი მომიტანე..!
ოღონდ მოდი,, იცი? სულმთლად გავიყინე..
ხელთათმანები კი შენი გამირიგე..
იცი? მე გამათბობს შენი ნაფლეთები..
შორიდან დანახვა თვალის გაშტერებით.
თუნდაც სახე მქონდეს ღამენათენები,
მაინც დაუღლელად, მუდამ მახსენდები...!
თუნდაც გამეყინოს ტვინი ამ დიდ თოვლში,
თუნდაც ჩამეყინოს ძვლები ცივ სხეულში..
ოღონდ ვიცოდე, რომ შენ მე გაგახსენდი..
და ამ სიცივეში შენ აქ გამოივლი..
იცი? გავიყინე..
მთლიან სულში მცივა..!
გულიც გაიყინა..
თანაც ისევ მტკივა!..
