სამშაბათი, 22.07.2025, 11:11
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » 21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღეა
12:09
21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღეა

ცოდვა გამხელილი სჯობსო და მეც გამოგიტყდებით და ვიტყვი , იმის მიუხედავად რომ პოეზია ძალინ მიყვარს,ნამდვილად არვიცოდი თუ 21მარტს მთელი მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავდა,ეს გადაწყვეტილება იუნესკოს 1999წელს მიუღია, მსოფლიო პოეზიის პირველი დღე პარიზში აღნიშნეს. სწორედ იქ მდებარეობს იუნესკოს შტაბ-ბინა.იუნესკოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პოეზიას შეუძლია თანამედროვე ადამიანის ნუგეში და მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა სჭირდება. გილოცავთ საიტის მომხმარებლებს და ყველა პოეზიის მოყვარულს ამ დღეს და გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ქართველი პოეტის ლექსებს!



გიორგი ზანგური


* * *
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,
შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს _
ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,
ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,
მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,
სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,
ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,
ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა
და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,
სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,
ჩემი ადგილი ჩემსავე გულში
არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,
მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,
სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,
განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.



* * *
ვნებაში დამჭრეს, ოცნებაში, ნეტარებაში...
გახსნილ ჭრილობებს თოვლის ბამბით ისე ვიციებ,
რომ მოვიყინე ყველა სიტყვა მე შენს ქებაში
და ლექსში მკვდარი სტრიქონივით წამოვიწიე.

დავდივარ ახლა შენს ქუჩაზე ძახილის ნიშნად,
შენთან ცხოვრებას დავატარებ მემაწვნის მხრებით,
ჩვენი ყოველი სიახლოვე იყიდა შიშმა,
განშორებამ კი _ თეთრი ღამე, ლოგინის ხმები.

ის დრო დავწყევლე, ჩემამდე რომ უცხომ გიარა,
აყვავებული რომ დამიხვდა შენი კვირტები,
მე წუთი მომკლავს უშენობით, წელი კი არა
და ის, რომ ძველებურად არ მაკვირდები.




ნიკო გომელაური

დავბრმავდი
დავბრმავდი, ჩემს ცისფერ თვალებს
ცეცხლის ხაზი გასდევს ზოლად,
ვიღაც ალბათ დამაბრალებს:
თავს ვთვლი ჰომეროსის ტოლად.
არა, ჩემი დაბრმავება
სულ სხვაგვარი მირონია
- ეს არ არის არც წამება
და არც ბედის ირონია.
მე ველოდი ამგვარ შედეგს.
ვნატრულობდი, განა არა.
თვითონ ვთხოვდი ჩვენზე ზემდეგს...
შეისმინა - დამაბრმავა.
მიმაქროლებს ცაში რაში
დარდი, სევდა გამეყარა,
რადგან ერთ დღეს უცებ თვალში
სიყვარული ჩამეყარა.






მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს




ვახუშტი ხოტეტიშვილი




ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო...



ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.






gogona aivanze



ეგ თვალი ვინ დაგიავდრა, გოგონი?
ო, დასწყევლოს ზეწიერმა
სიყვარულის მომგონი.
აივანზე დარდიანობ,
მთვარეს გასცქერ ქერათმება,
გოგოვ, ბაგებანგიანო,
ვისი ნახვა გენატრება?
ხედავ?
ღამე დათალხული
მთვარის ბანგით დაიბნიდა,
მითხარ, ვისი გახდა გული,
ვის გასცქერი აივნიდან?

ხედავ,
გოგოვ, თვალგიშერავ,
ღამ-ღამ ფიქრმა არ გიშველა...

ბაგეს ღიმი როდი ფარავს,
დარდმა ცრემლი შეჰკონაო...
გოგოვ,
ვინმე მოგიპარავს,
იტყვის, ოქრო მეგონაო...
ღამეს თეთრად ნუ გასტეხავ,
გოგონი,
ო, დასწყევლოს ზეციერმა
სიყვარულის მომგონი.




მუხრან მაჭავარიანი


(ქალია დილა...)


ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი...
წვიმა ქალია...
ყველაფერი
ქალივით მიყვარს...
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 644 | დაამატა: bazZyka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz