მე წავალ შენგან შემოდგომის სევდიან ღამეს, და დაგიტოვებ ყვითელ ფოთლებს,შემკრთალ იმედებს, ფიქრებს გაცრეცილს,მოგონებად ქცეულ წამებსაც, შეველევი და უყოყმანოთ გამოვიმეტებ... მე წავალ შენგან,გავიყოლებ სევდის ნამსხვრევებს, გულს გადავუშლი ფურცლებს და ნანატრ სტრიქონებს, მერე იწვიმებს,ნაცრისფერი იქნება დილა, ვივლი წვიმაში,ვიოცნებებ და მოგიგონებ... მოგენატრები,ერთხელ მაინც მოგენატრები, სიგარეტის კვამლს გააყოლებ მზერას ფიქრებად, სულ ერთი წამით გაიელვებს ჩემი ხატება სულ ერთი წამით,ჰოი როგორ გაგიჭირდება... მე წავალ შენგან შემოდგომის ლამაზ საღამოს, წავალ ამაყად,არც რამეს გთხოვ,არც დაგპირდები, მერე იწვიმებს სევდანარევ წვიმიან ღამეს ქუჩის კუთხეში ჩამოვჯდები და ავტირდები...თეთრი გვირილების თოვლში მინდოდა მეპოვნა კოცნა... არვიცი დავკარგე როდის, არვიცი რამდენი დროა. თეთრი გვირილების თოვლში ცრემლი გაბნეული ბროლად,~ გთხოვ,ნუღა მოიხდი ბოდიშს, ცოტაც და ზამთარიც მოვა. მთხოვენ გვირილები ლოდინს, მე კი ვეღარ შევძლებ მოცდას, ცოტაც და დაჭკნება ლოცვით თეთრი გვირილების თოვა... იცი როგორი სიმშვიდე მენატრება? ბავშვობაში,ჩემს გაოცებას თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს რომ შევაგებე მზერა და მითხარი: „ნუ გეშინია,მიწა დაიტევსო... მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.
იცი,სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას ვუთხარი _შენს მერე ჩემი რიგიათქო და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა. დამიჯერა და დამყვა.
ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი ჩემი რამეების სიზმრებს გაგიმხელ სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად და ვაცენ შვილებს ჩემ გაგრძელებებს რომ არ დავმტავრდე და დავასახლო მტელი სოფელი
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული, თორე ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩებზე სიჩუმედ და ჩემი სიზმრების შვილებისთვის არ მაქვს პასუხი: დეე,ძნელია დედობა?
|