კვირა, 19.05.2024, 19:23
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » როგორ შევქმნათ ფეხის სამაჯური რამდენიმე წუთში?
15:21
როგორ შევქმნათ ფეხის სამაჯური რამდენიმე წუთში?
თვლები და კრისტალები საკუთარი გემოვნებითაც შეგიძლიათ შეარჩიოთ


დეტალები ერთ ჩხირზე უნდა ააცვათ


შემდეგ კი იმავე თანმიმდევრობით რგოლზე გადაიტანოთ


საბოლოო შედეგი კი ასეთია


ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა კოლეგა რუსუდან გელაშვილმა საკუთარი ხელით დამზადებული აქსესუარების ზარდახშა მაჩვენა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც კი არ მქონდა მისი ჰობის შესახებ.

რუსუდანის ხელნაკეთი ნივთები, განსაკუთრებით კი ფეხის სამაჯურები ძალიან მომეწონა,ამიტომაც ვთხოვე, ჩვენი მკითხველისთვისაც აეხსნა მსგავსი სამაჯურის დამზადების ტექნოლოგია და ისიც დამთანხმ
და.

-ხელსაქმე ჩემი ჰობია. ჯერ კიდევ ბავშვობაში მძივებს ვშლიდი და მათგან ზოგჯერ ახლებს, ზოგჯერ კი სამაჯურებს ვაწყობდი. ოჯახშიც მოსწონდათ ჩემი საქმიანობა და ხელს მაქსიმალურად მიწყობდნენ. მძივების კეთებას თავი რომ დავანებე, მერე ბისერებზე მუშაობა დავიწყე.

ერთმა ქალბატონმა, რომელსაც მოსკოვში ჰქონდა ნასწავლი ამ მასალაზე მუშაობა, ბევრი განსხვავებული ნივთის დამზადების წესი ამიხსნა. ეს საქმე მოგვიანებით ისე შევისწავლე, მოსწავლეებიც კი ავიყვანე და მათ ბისერებით საინტერესო ნაკეთობების დამზადება ვასწავლე.

-რას ამზადებდი ბისერით?

-ბისერებისგან ვამზადებდი ქამრებს, ჰალსტუხებს, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე დიზაინერთანაც კი ვიმუშავე ამ მიმართულებით. ერთხელაც გაზეთში განვათავსე განცხადება, დაგიმზადებთ აქსესურებს-მეთქი. ჩემს განცხადებას ერთი კაცი გამოეხმაურა, რომელსაც ფეხსაცმლის პატარა საამქრო ჰქონდა, მასთან საზაფხულო ქოშებს ყვავილებს ვუკეთებდი.

-დღეს ბისერით აღარ მუშაობ?

-დღესდღეობით მხოლოდ კრისტალებით, ნატურალური, ნახევრად ძვირფასი ქვებითა და მეტალებით ვამზადებ ქალის აქსესუარებს.

-ძვირფას ქვებს საქართველოში ყიდულობ?

-მასალას ძირითადად საქართველოში ვყიდულობ, თუმცა არაერთხელ ვყოფილვარ თურქეთში, სადაც ნატურალური ქვები შემიძენია.

-რუსუდან, თუ გახსოვს პირველად რა შექმენი?

-10 წლის ვიყავი, სახლში შემთხვევით რომ აღმოვაჩინე შავი გიშრის გაწყვეტილი მძივი. მას თეთრი მარგალიტის ბურთები შევურიე. ძალიან ლამაზი გამომივიდა.

მერე დედაჩემს ვაჩვენე და ვუთხარი, ნამუშევარი შემიფასე-მეთქი. იმ დროს იშვიათობა იყო ორიგინალურად აწყობილი მძივიც კი, ამიტომ დედამ კმაყოფილი სახით მითხრა, ყოჩაღი ხარო.

-უფრო ხშირად რა ფერებში აწყობ აქსესუარებს?

-უფრო ხშირად შავ-თეთრსა და ცისფერში.

-მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს სამაჯურებს, რა მასალას გამოვიყენებთ მათ დასამზადებლად?

-მასალად გამოვიყენებთ შაბიამნისფერ კრისტალებს, მეტალის სხვადასხვა ფიგურას -მზესუმზირებს, სპილოს, ბოქლომს თავის გასაღებით, ასევე ნატურალურ ფირუზის ქვებს, მეტალის ჩხირებს, რგოლებს და რაც მთავარია შესაკრავებს.

-პირველად რა უნდა დამზადდეს?

-პირველად ხელის სამაჯურს დავამზადებ. ერთ რგოლზე ავაგებ ვერცხლისფერ ჩემოდანისებურ დეტალს და მზესუმზირას, მეორეზე მეტალის სპილოს დავატან თან, მესამეს ვარსკვლავს და მეოთხეს ბოქლომს თავისი გასაღებით. შემდეგ თითოეულ ბისერში გავატარებ ჩხირს, რომლის ბოლოსაც მოვამრგვალებთ.

მერე ავიღებთ ჯაჭვს, მას დაახლოებით ორ სანტიმეტრზე გადავჭრით და დაბოლოების ადგილზე ავაგებთ ჯერ ფირუზისფერ თვალს, მერე ჩხირზე აგებულ მეტალის ფიგურებს თანმიმდევრობით და ასე გავყვებით ბოლომდე. სამაჯურს ბოლოში სამაგრს გავუკეთებთ.

-და რაც შეეხება ფეხის აქსესუარს, მას როგორ ვამზადებთ?

-უფრო მარტივად. ჯაჭვს გადავჭრით ჩვენთვის სასურველ ზომაზე. მის თითოეულ რგოლზე დავამაგრებთ მონაცვლეობით ჩხირზე აგებულ ნიჟარას, ცისფერ ბურთულას, ცისფერ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილ პლასტმასის ბურთებს. ჯაჭვს თავში სამაგრს გავუკეთებ, ბოლოში არაფერს დავუმაგრებთ, რათა იმავე ჯაჭვის ნებისმიერ რგოლზე შეძლოს მფლობელმა მისი დამაგრება.
კატეგორია: მოდა | ნანახია: 651 | დაამატა: tamuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz