კვირა, 19.05.2024, 17:22
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » როგორ განვაახლოთ "ბალეტკა"
14:49
როგორ განვაახლოთ "ბალეტკა"














მოდის ტენდენციების თანახმად, ფეხსაცმლის სახეობებში "ბალეტკას" წელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის მისი განახლების ტექნოლოგია გაგვეცნო. დახმარებისთვის კი ნინო ოქროპილაშვილს მივმართეთ.

- ნინო, ხელსაქმე გეხერხება?

- დიახ, მეხერხება და ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთებისა და აქსესუარების დამზადება.

- კონკრეტულად რა აქსესუარებს ამზადებ?

- ვამზადებ საყურეებს, ბეჭდებს, სამაჯურებს, კოლიეებს, ჩანთებს, ქუდებს და სხვა ნივთებს, რომლებიც, ვფიქრობ, ძალიან ლამაზია. მასალად ვიყენებ ძვირფას ქვებს, ბისერებს, ქსოვილებს, მავთულებს, ფერად ძაფებს, ლენტებს და სხვადასხვა მასალას. ჩემ მიერ დამზადებული აქსესუარები ერთმანეთს არ ჰგავს და არ მეორდება.

- ინტერნეტით ხომ არ გიხელმძღვანელია ოდესმე?

- დიახ, ბევრი რამის გაკეთება ვისწავლე ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა მე მაინც ვცდილობ, ესა თუ ის ნივთი საკუთარი ფანტაზიით შევქმნა. არ მიყვარს სხვისი იდეების მითვისება.

- შენი აქსესუარები თუ გაგიყიდია?

- ჩემი ხელნაკეთი პროდუქცია არასოდეს ჩამიბარებია მაღაზიებში. ძირითადად მეგობრებსა და ახლობლებს ვუმზადებ აქსესუარებს. ვცდილობ, ორიგინალური საჩუქარი გავუკეთო და სამახსოვროდ ჰქონდეთ ჩემგან.

- ხელსაქმე შენი პროფესიაა თუ ჰობი?

- ხელსაქმე ჩემი ჰობია, მე ვარ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობ. მართალია, მცირე დრო მრჩება იმისთვის, რომ ხელნაკეთი ნივთები დავამზადო, მაგრამ საყვარელ საქმიანობას არ ვივიწყებ და ვცდილობ, სამსახური და ხელსაქმე ერთმანეთს შევუთავსო.

- ხელნაკეთი ნივთების გამოფენებზე თუ დადიხარ?

- უნდა ვაღიარო, რომ დრო არ მრჩება გამოფენებზე სასიარულოდ, თუმცა დიდ სიამოვნებას მანიჭებს ხისგან დამზადებული ნივთების დათვალიერება. ერთი კვირის წინ ინდურ გამოფენაზე ვიყავი.

იქ ხელნაკეთმა ნივთებმა, კერძოდ კი სპილოებმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. საუბარი გამყიდველთან სპილოს მნიშვნელობაზე იმდენ ხანს გამიგრძელდა, რომ შინ ხელცარიელი დავბრუნდი (იცინის).

- დღეს მკითხველს "ბალეტკის" აქსესუარის დამზადებას ვასწავლით...

- დიახ, "ბალეტკა" წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ძალიან მოთხოვნადია, ამიტომ თქვენს მკითხველს ავუხსნი, როგორ უნდა დაამზადონ საკუთარი ხელითა და ფანტაზიით ფეხსაცმლის ეს აქსესუარი.

- რა მასალას გამოვიყენებთ ამ "ბალეტკის" გასაახლებლად?

- რა თქმა უნდა, ძველ "ბალეტკას", სამი სახის ქსოვილს, ნემსს, ძაფს, სილიკონს, პატარა ვარდებს, სანთელსა და სანთებელას.

- პირველ რიგში, რას ვაკეთებთ?

- პირველ რიგში, ქსოვილებს დავჭრით კვადრატებად. შემდეგ მათ ორჯერ გავკეცავთ სამკუთხედად. მათ დაბოლოების ადგილში გავკერავთ. ასე დავამზადებთ დაახლოებით ათ ფურცელს. მათ წამოვაცვამთ ნემსზე და ძაფზე თავს და ბოლოს შევუკრავთ, შედეგად მივიღებთ ვარდს, რომელსაც გულში სილიკონის მეშვეობით ჩავაწებებთ მზა პატარა ყვავილს.

- შემდეგ რას ვაკეთებთ?

- ვარდს სილიკონის მეშვეობით უკანა მხრიდან დავაკრავთ მრგვლად გამოჭრილ ქსოვილს და ისევ სილიკონის დახმარებით მივამაგრებთ მას "ბალეტკის" წინა მხარეს. სულ ესაა... ვფიქრობ, ასეთი აქსესუარი უფრო ორიგინალურს გახდის თქვენს ფეხსაცმელს.
კატეგორია: მოდა | ნანახია: 671 | დაამატა: tamuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz