სამშაბათი, 07.05.2024, 17:31
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » მაისი » 8 » რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?
11:22
რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?
რამდენადის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?


ეს კითხვა ძალიან ბევრ გოგოს აწუხებს, ყველა გოგოს უყვარს და სიამოვნებს სითბო, ჩახუტება, კოცნა და მოფერება, ყველა გოგოს უნდა ჩაეხუტოს თავის შეყვარებულს, ყველა გოგოს უნდა მოეფეროს და აკოცოს შეყვარებულმა, მაგრამ მხოლოდ საქართველოში იბადება ეს კითხვა, უნდა მისცენ, თუ არა საკუთარ თავს და მის შეყვარებულს ამის უფლება? არ უნდათ გათელონ ტრადიციები და სარწმუნოება, ასევე არ უნდათ სახელი გაიფუჭონ და სხვები ალაპარაკონ, "ამ გოგოს ამდენი შეყვარებული ყავდა, ყველას კისერზე ეკიდება, კოცნის და კიდევ ვინ იცის რა აკეთებს" და ა. შ. თან მითუმეტეს თუ ძველი თაობის ყბაში ჩავარდი, გაგანადგურებენ :)



რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?


რა ვქნათ?

ვინც ცდილობთ თავი შეიკაოთ, და დისტანცია დაიკაოთ. შეგიძლიათ მასე მოიქცეთ გაუთხოვარიც ნამდვილად არ დარჩებით და არც ინტერესს დაკარგავს ბიჭი თქვენს მიმართ. რათქმაუნდა დღესდღეისობით ჩახუტება და კოცნა აღარავის აღარ უკვირს, აღარც აღარავინ ნერვიულობს იმაზე თუ რამდენი ბიჭისთვის აქვს ნაკოცნი გოგოს ან ქალიშვილია თუ არა? ამ კითხვებს დღეს ბევრი აღარ სვავს, საქართველოსაც მოუკაკუნა ევროპამ.
ჩემი აზრით გოგო თუ ჩაეხუტება და აკოცებს ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩახუტებაში არ იგულისხმება კალთაში ჩაჯდომა და ზემოდან გადაჯდომა, არც კოცნაში არ იგულისხმება პირის დაღება და ზასაობა, შეიძლება მსუბუქი და სასიამოვნო კოცნის ჩუქება უბრალოდ ტუჩების შეხებით, სულ არარის აუცილებელი ენები გადაიკვანძოს ერთმანეთში :)

ვისაც ნაკლებად გაინტერესებთ სხვისი აზრი და არც ტრადიციები გადარდებთ. რათქმაუნდა თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ ის აკეთოთ და არც ამის გამო დარჩებით გაუთხოვარი, 2 კატეგორიად იყოფიან ბიჭები, ერთნი ისევ ტრადიციას მიყვებიან და მეორენი უფრო თანამედროვე ცხოვრებას, არ აინტერესებთ გოგონა ქალიშვილია თუ არა, რამდენ ბიჭთანაა ნამყოფი, მთავარია უყვარს და მასთან ურთიერთობა უნდა, მას უკვე აღარ აინტერესებს რას იტყვიან უფროსები და მშობლები.

ყველა გოგო თავისებურად ფიქრობს და არცერთი არაა დასაზრახი ჩემი აზრით, ყველა საკეტს თავისი გასაღები აქვს. დამიჯერეთ მაგის გამო მარტო არ დარჩებით, უბრალოდ ყველამ უნდა აკონტროლოთ თქვენი თავი რაღაც დონეზე და იცოდეთ ვის რამდენი გააბედინოთ.

ტყუილი

ბევრი გოგო დღესდღეისობით ძალიან ბევრ ხერხს მიმართავს იმისთვის რომ გათხოვდეს, ქორწილამდე შეყვარებული ყავთ, ვიღაც ბიჭებთან დაგულაობენ და მერე ოპერაციით ქორწილის წინ ამოიკერავენ (ქალიშვილობას იბრუნებენ), ბიჭს კი წარმოდგენაც არ აქვს ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ სჯერა მისი შეყვარებულის და ენდობა.

ყოფილა ისეთი შემთხვევებიც როდესაც 15 წლიდან გოგოს შეყვარებული ყოლია, მთელი 5 წელი და 20 წლის ასაკში გათხოვილა, კაცს ეგონა რომ ეს გოგო ქალიშვილი იყო, იმიტომ რომ არ ქონიათ მათ სექსუალური ურთიერთობა და ვერც წარმოიდგენდა იმას რომ გოგო, მისი შეყვარებული სხვა ბიჭთან დაწვებოდა, ისეთი გოგო რომელიც მის ხელში გაიზარდა, მაგრამ ქორწილის ღამეს აღმომჩდარა რომ გოგო ქალიშვილი არ იყო ან გვიან გარკვეულა რომ ქალიშვილობა აღდგენილი ჰქონდა.

ასეთი სახის რეალური ისტორიები კიდევ ძალიან ბევრი ვიცი და გულისამრევია უბრალოდ, იცოდეთ სამუდამოდ არაფერი დაიმალება, როდესღაც მაინც გაირკვევა სიმართლე, საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, კაცმა თუ მოინდომა და სანაცნობო გამოიყენა, ყველაფერს გაიგებს გოგოზე, ყველაფერს!

რამდენის უფლება უნდა მივცეთ შეყვარებულს და საკუთარ თავს ურთიერთობაში?


არ აქვს მნიშვნელობა როგორი ურთიერთობა გექნებათ შეყვარებულთან, მთავარია იყოთ გულახდილი, არ მოატყუოთ და თქვენი თავი დააფასოთ პირველ რიგში, თქვენ თავს ეცით პატივი, სწორად თავმოყვარეობით და საკუთარი თავის პატივისცემით იწყება ყველაფერი, თავმოყვარე გოგომ იცის რამდენის უფლება უნდა მისცეს თავს და რამდენი უნდა გააბედინოს სვას. ის სიტყვები კი რომელსაც ხშირად ხმარობენ გოგონები, მსხვერპლის გაღება მომიწია მის შესანარჩუნებლადო, ყველაზე დიდი სისულელეა რაც კი როდესმე გამიგონია, რატო უნდა გქონდეთ საქმე შენარჩუნებაზე? მასე შენარჩუნებული ურთიერთობა დიდხანს მაინც ვერ გასტანს, და ცხოვრებას გაგიმწარებს.

ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველა თავისებურად ფიქრობს, არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს, უბრალოდ გახსოვდეთ, ნორმალურ მამაკაცს, რომელიც არც ლოთობს, არც ეწევა, არც კაზინოში დადის, არც ნარკომანია, არც მაზაობს და ტოტალიზატორში დადის, სჭირდება ნორმალური ქალი, მეოჯახე, პატიოსანი, კარგი დედა, რომელიც ფიქრობს ოჯახზე და არა იმაზე თუ რა ევენტია სადღაც კლუბში, ან რომელი სიგარეტი უფრო კარგია კენტი თუ მალბორო, რომელი სასმელი ჯობია ლიქიორი თუ კონიაკი?

გოგოებო იმაზეც დაფიქრდით რა ცუდი ენა გვაქვს კაცებს. ერთ გოგოსთან დაწვებიან ან საერთოდ არ დაწვებიან შეიძლება უბრალოდ აკოცონ, მერეკი ისე გაამუქებენ და მოყვებიან ამ ყველაფერს, გაანადგურებენ გოგოს. დაიმახსოვრეთ გოგონები ხართ და თქვენი სურვილების გამო არ უნდა ალაპარაკოთ ვიღაცეები, ფრთხილად უნდა იყოთ, იცით როგორ ლაპარაკობენ ბიჭები გოგონებზე? რო კითხავ მაგალითად ვინმეს, აი ეს ლამაზი გოგო ვინ არის? ეგრევე გეტყვიან ან პატიოსანი ბავსვია ან კატეგორიებად აქვთ დაყოფილი.

კატეგორიები
- ამ გოგოს თუ დაევასები შენია.
- ეს გოგო კლუბში უნდა წაიყვანო და ცოტა ფული დაახარჯო.
- ამ გოგოს სადმე წაიყვან, დაალევინებ და შენია.
- ეს გოგო მარტო შეყვარებულებთან წვება.
და ა. შ.

თქვენ ხოარ გინდათ რომელიმე ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდეთ? დაფიქრდით აბა გოგოებო? თუ არ გინდათ, თქვენს თავს ეცით პატივი!

მაგრამ, არსებობენ ისეთი გოგონებიც რომლებზეც ბიჭები ვერაფერს ვერ ამბობენ მაგრამ ესეთები ერთეულები არიან :)

გახსოვდეთ როგორიც ხართ თქვენ, ისეთი კაცი აგირჩევთ, (რათქმაუნდა ბევრ ნარკომანს და გაფუჭებულს მოსწონს წესიერი გოგოები) მაგრამ ძირითადად მასეა :)

რჩევები
1. არასდროს ბიჭს დაბრო არ მისცეთ მოკლე დროში, როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ თავი ხელში აიყვანეთ და თავი დაიფასეთ! აცადეთ დაამტკიცოს თავისი სიყვარული, დაანახეთ რომ თქვენ სათამაშო არ ხართ.

2. დაანახეთ რომ თქვენი მოპოვება ძნელია მაგრამ დაკარგვა ადვილი, ეცადოს, გაგიკეთოთ საჩუქრები, მოგაკითხოთ სახლში, მის ნათქვამზე მოდი აქ! არ დათანხმდეთ, თუ სადმე არ ყავხართ დაპატიჟებული და უბრალოდ თქვენი ნახვა უნდა, მოგაკითხოთ სახლში ან უბანში. თქვენ რატო უნდა ზდიოთ?

3. ყოველთვის შეაჩერეთ. გააგიჟეთ ბიჭი, კოცნას რო დააპირებს აკოცეთ ერთხელ მაგრამ რამდენჯერაც მოინდომებს სულ ტუჩებს ნუკი მიუშვერთ :)) ხანდახან უარზეც უნდა იყოთ, დაანახეთ ლოყა რომ ტუჩებმა ფასი არ დაკარგოს, შეიძლება მხოლოდ დამშვიდობების დროს აჩუქოთ ერთი მსუბუქი კოცნა, კოცნა და არა ზასავი!

4. არასდროს არ გამოიჩინოთ ზედმეტი ყურადღება, არ უყვართ ბიჭებს ზედმეტად ყურადღებიანი გოგოები. ყოველთვის დაელოდეთ კაცის ინიციატივას. პირველი არაფრის შეთავაზება არ გააკეთოთ, ეს აშინებთ კაცებს :) ხანდახან ყოფილა შემთხვევა როცა ბიჭსაც და გოგოსაც ძალიან დომებია ერთმანეთის ნახვა, მაგრამ ბიჭი თავს იკავებდა რაღაც პრობლემების გამო, თუნდაც ფინანსურის, არ აქვს მნიშვნელობა, თუ უყვარხართ ადრე თუ გვიან მაინც გნახავთ ისე რომ არგეტყვით აი ამიტომ და ამიტომ ვერ გნახე იმ დღეს. არაა აუცილებელი თვითნ შესთავაზოთ შეხვედრა, ამაზე ბიჭი ისედაც ფიქრობს და გაუტყდება კიდეც თქვენი მხრიდან მაგ შეთავაზების მოსმენა.

5. არასდროს არ მოატყუოთ კაცები. არასდროს. შეიძლება ერთმა ტყუილმა ყველაფერი გააფუჭოს. შეიძლება რასაც ატყუებდით ამან იმდენად არ იმოქმედოს ვიდრე იმან რომ თქვენ მას ატყუებდით და ძალიან დიდი შანსია იმისა რომ არ გაპატიოთ.


sofka-ს სიტყვები
წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ შეყვარებულთან როგორ მოიქცე არასდროს იცი სიყვარული რას გაგაკეთებინებს მაგრამ საკუთარი თავისადმი კონტროლი არ უნდა დაკარგო.როდესაც გამოცდით მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება თქვენთვის.ცხოვრებას ნელ ნელა მიყევით და მოვლენებს წინ ნუ გაუსწრეებთ ))

ჩვენ გირჩევთ თქვენ ირჩევთ :) წარმატებები!

ცოტა თავისუფალი სტატია გამომივიდა ამიტომ კომენტარში თქვენი აზრის დაფიქსირება ნუ მოგერიდებათ

ჩვენ გირჩევთ თქვენ ირჩევთ :) წარმატებები!

შემდეგი სტატიები
ამოირჩიეთ რომელიმე ან მოიფიქრეთ რაზე გინდათ დაიწეროს შემდეგი სტატია და დააფიქსირეთ კომენტარის ან პმ-ის სახით :)

- რა ვაჩუქოთ შეყვარებულს დაბადების დღეზე.
- რაზე ვისაუბროთ კაცთან.
- როგორ მივიპყროთ კაცის ყურადღება.
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1504 | დაამატა: SoFka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 tamuna  
0
me minda shemdegi statia iyos - რა ვაჩუქოთ შეყვარებულს დაბადების დღეზე da am statias me davamateeb <3 <3

1 tamuna  
0
dzalian magari statiaa... sagoool

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz