ოთხშაბათი, 08.05.2024, 00:18
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » მაისი » 8 » რა ვაჩუქოთ გოგონას?
11:24
რა ვაჩუქოთ გოგონას?
რა ვაჩუქოთ გოგონას?

საჩუქრები. მემგონი ყველა გოგო დააფასებს მუშტისხელა ალმასი რომ აჩუქო, ან მერსედესის მარკის ავტომობილი.
მაგრამ ასეთი საჩუქრების გაკეთება რაღაც ძალიან რთულია, ამიტომ მოდით დავფიქრდეთ ცოტა რეალურ ვარიანტებზე, რომლებიც გამოდგება დაბადების დღეზეც ან სხვა დღესასწაულებზეც თუ უბრალოდ თქვენი პატივიცემის გამოხატვის ნიშნად! შევკრიბე რამდენიმე საინტერესო ვარიანტი, რომლის ჩუქება შეუძლია საშუალო შესაძლებლობების ახალგაზრდას.

გოგოებო, თქვენ რათ გინდათ ამის წაკითხვა, ჯობია ეს საჩუქრები თქვენთვის იყოს სურპრიზი!
ბიჭებს ვთხოვ გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება კომენტარებში.
თუმცა.. გოგოებსაც თუ ცნობისმოყვარეობა დასძლევთ და წაიკითხავენ ამ პოსტს, მათ აზრსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი.

სანამ რამის ჩუქებას გადავწყვიტავთ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა მოსწონს შენს რჩეულს?. ჯერ უნდა გავიხსენოთ როგორი ადამიანია, კარგი იქნება მის მეგობრებსაც თუ დავეკითხებით რა მოსწონს, ხანდახან 1 ყვავილს შეუძლია უფრო დიდი ემოციები გამოიწვიოს ვიდრე ძვირადღირებულმა ბრილიანტებმა, ალმასებმა და ა. შ.

რა ვაჩუქოთ გოგონას?


1. დავიწყოთ ყველაზე მარტივით. ყვავილები. ყვავილები შეგიძლია გოგოს აჩუქო გაუჩერებლად, ყოველდღე და არასდროს არ მობეზრდება ეს მას, შეიძლება შეუკვეთო ყვავილები სახლში მიტანით და წერილით "საიდუმლო თაყვანისმცემლისგან" და მერე რამდენიმე დღეში მიდი მასთან მაისურით წარწერით "საიდუმლო თაყვანისმცემელი"

2. კიდევ ერთი უბრალო საჩუქარი - ფუმფულა სათამაშო არ აიღო ის რაც შეგხვდება, კარგად აარჩიე. ოპტიმალური ვარიანტია აარჩიო სათამაშო და უთხრა გოგონას: "ამ სათამაშომ გამახსენა ჩვენი პირველი შეხვედრა" ან რამე სხვა რომანტიული.

3. ხანდახან გოგონები თვითონ ამბობენ, რა უნდა აჩუქო პირდაპირი ტექსტით არა მაგრამ მაინც სავსებით გარკვევით. კარგად დაფიქრდით და გაიხსენეთ რა უნდა მას რომ აჩუქონ, ან ქონდეს.

4. გინდათ რომ გოგონამ სულ თქვენზე იფიქროს? ძალიან ადვილია, აჩუქეთ ჭიქა ან ბალიში თქვენი ფოტოსურათით. ამით თქვენ სულ მის თვალწინ იქნებით )))

5. შეიძლება აჩუქოთ დიდი ფანქარი და პატარა ბლოკნოტი, ჩაიწეროს თავისი დიდი აზრები :)) თუ უყვარხარ მარტო ფანქარიც გაუხარდება )))

6. ბეჭედი, ბრასლეტი, საყურე ან ყელსაბამი - არაა აუცილებელი იყოს ძვირფასი, მთავარია იყოს განსაკუთრებული. ბრასლეტი უნდა იყოს განსხვავებული რომ თავის მეგობრებთან იმარიაჟოს ცოტა :))

7. სიმღერა! თუ თქვენ უკრავთ გიტარაზე ან რამე სხვა ინსტრუმენტზე შეგიძლიათ მიუძღვნათ სიმღერა, ცუდადაც რომ იმღეროთ გოგონა დააფასებს თქვენს მონდომებას ))

8. ლექსი. არ შეგიძლია სიმღერა? მიუძღვენი ლექსი.

9. ფილმი. თუ თქვენ უკვე შეყვარებულები ხართ და საუბრობთ "შენობით" შეგიძლიათ გაუკეთოთ პატარა ვიდეორგოლი, ვიდეოსგან და ფოტოებისგან. ამაში დაგეხმარებათ Ulead Video Studio მას აქვს ძალიან ბევრი მოსახერხებელი ფუნქცია და საინტერესო მოქმედებები სურათებზე.

10. შეგიძლიათ შესთავაზოთ რომანტიული სადილი, უყიდეთ ყვავილები და დაპატიჟეთ სადილზე თქვენთან სახლში, აუცილებლად მუსიკა და სანთლები. მაგრამ აქ მოგიწევთ მონდომება ომლეტი და გრეჩიხა არ გამოგადგებათ.

11. ნახატი. შეგიძლიათ დახატოთ თქვენი საყვარელი ადამიანი და აჩუქოთ. შეიძლება სურათი მაგარი არ გამოვიდეს მაგრამ გოგოსთვის ეს სურათი პიკასოს ნახატებზე ძვირფასი იქნება.

12. მისი საყვარელი მომღერლის კონცერტის ბილეთი ოღონდ 1 არა, :D 2 იყიდეთ რომ ერთად წახვიდეტ :)))

13. ლეკვი. ყველაზე საყვარელი საჩუქარი, პატარა ლეკვი (მე პირადად ერთადერთხელ გავაკეთე ეს საჩუქარი და მეტჯერ აღარ ვაპირებ განმეორებას :) ) თუ გოგოს უყვარს ძაღლები, ძალიან სასიამოვნო საჩუქარია პატარა და საყვარელი ლეკვი, ამ საჩუქარს დამიჯერეთ გოგო ძალიან დააფასებს, იმიტომ რომ მას არ ჩუქნით უსულო ნივთს, მას ჩუქნით ცოცხალ არსებას რომელიც გაუხალისებს სიცოხლეს თქვენს სიყვარულს :)


რა ვაჩუქოთ გოგონას?


იმედია თქვენც დამეხმარებით კომენტარებით და თქვენს აზრსაც მოგვაწვდენთ - გოგონებო რა საჩუქარი გაგახარებდათ?

ბიჭებო თქვენ კი გახსოვდთ, გიყვარდეთ თქვენი რჩეული საკუთარ თავზე მეტად, არ მოაკლოთ ყურადღება და ალერსი, არ გააბრაზოთ, არ აწყენინოთ ყველანაირად ეცადეთ გააბედნიეროთ, ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი და შეუფასებელი საჩუქარი!
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1101 | დაამატა: SoFka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz