კვირა, 19.05.2024, 19:07
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » მოდური საზაფხულო სამაჯური შეგიძლიათ თვითონ დაამზადოთ
14:39
მოდური საზაფხულო სამაჯური შეგიძლიათ თვითონ დაამზადოთ












წლევანდელი საზაფხულო მოდის ტენდენციების თანახმად, სამაჯური ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქსესუარად ითვლება. ამიტომ გადავწყვიტეთ, თქვენთვის ორიგინალური და ლამაზი სამაჯურის დამზადება გვესწავლებინა. ამაში დიზაინერი სოფია ხიზანიშვილი დაგვეხმარება, რომელიც ახლახან დაბრუნდა თურქეთში გამართული გამოფენიდან.

- თურქეთში გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი. მიწვეულები ვიყავით, როგორც თანამედროვე აქსესუარების დიზაინერები, ასევე მხატვრები, მომღერლები და მოცეკვავეები. საკმაოდ მასშტაბური გამოფენა დაგვხვდა იქ ჩასულებს. ჩვენ გარდა, ამ ფესტივალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

- როგორც ვიცი, ქართული ტრადიციული აქსესუარების მიმართ უცხოელები დიდ ყურადღებას იჩენენ, თანამედროვე ხელნაკეთ ნივთებსაც აფასებენ?

- თურქების განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიციული თექა იპყრობდა. ამ გამოფენაზე თექის უამრავი ნამუშევარი გაიყიდა.

- თანამედროვე აქსესუარებს ძირითადად ვინ ყიდულობს?

- თანამედროვე აქსესუარებს როგორც ახალგაზრდა თურქები, ასევე უცხოელები ყიდულობდნენ. სხვათა შორის, ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარი სამაჯური იყო. იცით რას დავაკვირდი, დიდი განსხვავებაა საქართველოში მოწყობილ და სხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენას შორის.

უცხოელები მოდიოდნენ ჩემთან, უამრავ კითხვას მისვამდნენ ნაკეთობების შესახებ. თვითონ ნამუშევრებს ძალიან ფაქიზად ექცეოდნენ. ქართველებს კი სხვისი ნივთების მოფრთხილება ნაკლებად გვეხერხება.

- აქსესუარებისთვის საჭირო მასალას თურქეთში ყიდულობ?

- მასალის ნაწილს საქართველოში, ნაწილს კი თუ¬რქეთში ვყიდულობ. ჩვენს მეზობელ თურქეთში ძალიან დიდი არჩევანია, როგორც ბისერების, ასევე აქსესუარების, ქსოვილების და ყველაფრის, რაც დიზაინერს სჭირდება.

- აქსესუარებში ყველაზე მოდური რომელი ფერია?

- რამდენიმე წელია საზაფხულო აქსესუარებში მოდურია ჟოლოსფერი, შაბიამნისფერი, ელექტრიკი ლუ¬რჯი, ანუ ის ფერები, რაც ნამზეურს უფრო მეტად უსვამს ხაზს.

- როგორი სამაჯურებია წელს მოდური?

- უფრო მასიურები, მრავალფეროვანი, გადაჭედილი მეტალის ელემენტებითა და ბისერებით.

- დღევანდელი სამაჯურისთვის რა მასალას გამოვიყენებთ?

- უბრალო პლასტმასის სამაჯურს, წებოს ან სილიკონს, ორი ფერის ლენტს - ნაცრისფერს და ჟოლოსფერს, ასევე შავ-თეთრ აქსესუარს.

- საჭირო მასალა საქართველოში იყიდება?

- რა თქმა უნდა, როგორც ფურნიტურის მაღაზიებში, ასევე ბაზრობაზე.

- დავიწყოთ აქსესუარის დამზადება...

- პირველ რიგში სამაჯურს მჭიდროდ დავახვევთ ნაცრისფერ რიფსის ლენტს, მას ბოლოს სილიკონის ან წებოს მეშვეობით დავამაგრებთ, შემდეგ ჟოლოსფერ ლენტს სასურველ ზომაზე გამოვჭრით და შემოვახვევთ სამაჯურს. ამავე ლენტით დავამზადებთ ბაფთას, რომლის გულშიც წებოთი ჩავამაგრებთ შავ-თეთრ ფირფიტას.

აი, სულ ესაა ჩვენი მოდური სამკაული. ვფიქრობ, თქვენი მკითხველი არ დაიზარებს და საკუთარი ხელით დაამზადებს მსგავს აქსესუარს.
კატეგორია: მოდა | ნანახია: 589 | დაამატა: tamuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz