კვირა, 19.05.2024, 23:34
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » მარწყვი და ნაღების კრემი (სწრაფი, იოლი, ეფექტური)
22:23
მარწყვი და ნაღების კრემი (სწრაფი, იოლი, ეფექტური)


დავამზადოთ ყალიბი (რომლის გვერდი იხსნება). წინასწარ მოვაჭრად პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ ყალიბის გვერდებიც დაიფაროს პერგამენტის ქაღალდით.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად. ერთ- ერთი გავშალოთ ისე მისი სისქე არ იყოს 2 მმ მეტი, ცომის გაშლის დროს უნდა მიადოთ გამოჭრილი პერგამენტის ქაღალდი ( ცომი არ უნდა 4-5 სმ პატარა იყოს ოთხვივე მხრიდან პერგამენტის ქაღალდს). მიღებული გაშლილი ცომი მოვათავსოთ ყალიბში და ჩანგლით გახვრიტეთ ცომი. შევდგათ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გამოცხვობის მერე გავაციოთ და გვერდები დანით გავასწოროთ (ნარჩენები არ გადავყაროთ, დაგჭირდებათ) და წავუსვათ ჯემის თხელი ფენა. ყალიბის გვერდი ცჰავაცვათ და პერგამენტის ქაღალდი დავაფაროთ. ასე დავტოვოთ.
კრემისათვის: ჟელატინი დავადნოთ წყალში (რეცეპტის მიხედვით). ორთქლის აბანო მოვამზადოთ. ქვევითა ქვაბში ავადუღოთ წყალი, როგორც კი წყალი ადუღდება გადავდოთ, მიღებულ ორთქლზე დავდოთ მეორე ჭურჭელი, რომელშიც იქნება: კვერცხი, კვერცხის გულები, ლიქიორი, შაქრის ფხვნილი, ვანილი (ესენცია). ეს ყველაფერი მიქსერის დაბალ ბრუნვებზე ათქვიფავთ, ნელ- ნელა ბრუნვის მომატება უნდა მოხდეს - სანამ მასა არ გახდება თეთრი ფერის. ჟელატინი დავადნოთ დაბალ ცეცხლზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ადუღდეს, და შევურიოთ კრემს. გაცივებული ნაღები ცალკე ავთქვიფოთ, მაგრამ ნაღები უნდა დარჩეს ძალიან თხელი, (თხელი არაჟნის სიქემდე მივიყვანოთ). ნელა შევურიოთ ნაღები კვერცხის მასას (ამავე დროს კოვზით ვურიოთ). ამის შემდეგ გადავდგათ ორთქლის აბანოდან კრემი.
ჩვენ უკვე გვაქვს გამოცხობილი ფირფიტა, რომელიც უკვე გაცივდა, ზედ წავუსვათ (დაახლოებით 1 სმ სისქის) მიღებული ნაღების კრემი, შემდეგ ლამაზად დავაწყოთ მარწყვი, კარგი იქნება თუ მარწვი იქნება ძალიან ახლოს დადებული ერთმანეთთან. დარჩენილი კრემი დავასხათ თანაბრად მარწვზე. შევდგათ მაცივარში.
გამოვაცხოთ მეორე ფენა ცომის, იგივე მეთოდით. გამომცხვარი ფირფიტა გავაციოთ და ბლენდერის საშუალებით ტუ ხელით უნდა გავაწვრილოთ, დავუმატოდ პირველი ფირფიტის ნარჩენებიც. შემდეგ დავუმატოდ 1 ს/კ შაქრის ფხვნილი. მიღებული ნაფხვენი დავაყაროთ ნაღების კრემს. მაცივარში იყოს ერთი ღამის განმავლობაში. სუფრაზე მიტანამდე დავაყაროთ შაქრის პუდრა, გავჭრად პორციებზე ყველაფერი.

მასალა:

ყალიბისათვის 20х20სმ:
ფენოვანი ცომი – 250გ
კვერცხი – 1 ც
კვერცხის გული – 3 ც
შაქარი – 50 გ
ვანილი – გემოვნებით
რომი, კონიაკი ან ლიქიორი – 25 მლ
ჟელატინი – 20 გ
წყალი – 50 მლ
ნაღები (33% ) – 400 მლ
შაქრის პუდრა – 2 ს/კ
მარწყვი – 750 გ
დჯემი – ნებისმიერი – 2 ს/კ
პერგამენტი
კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 725 | დაამატა: tamuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz