ოთხშაბათი, 08.05.2024, 03:57
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » მაისი » 8 » მარადმწვანე პატარძლები Luxury
10:48
მარადმწვანე პატარძლები Luxury
ვარსკვლავებმა, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ თავიანთი ცხოვრება კარიერას მიუძღვნეს. წარუმატებელი პირადი ცხოვრების გამო კი თამამად აცხადებენ, რომ ქორწინებისთვის შექმნილნი არ არიან. გთავაზობთ ჰოლივუდელი ქალბატონების სიას, რომელთაც ოჯახის შექმნა არ გამოუვიდათ. ამ სიაში არ არის შესული ჯენიფერ ენისტონი იმ მიზეზით რომ მისი ქორწინება ბრედ პიტთან ბედნიერი იყო. ზემოთხსენებულ სიაში მოხვედრილმა ქალებმა კი ვერ მოახერხეს ოჯახების შექმნა ან მათი ქორწინება ძალიან ხანმოკლე და წარუმატებელი იყო.



1. კამერონ დიასი.
ასაკი - 38 წელი
კამერონ დიასი ამბობობს, რომ ქორწილოფობია სჭირს, თუმცა მეგობრების ქორწილებში თაიგულს ყოველთვის იჭერს. ამ მისწრაფებას კი ასე ხსნის - უბრალოდ თაიგულების კოლექციას ვაგროვებ. მის ცდუნებას ვერ გაუძლეს ლეონარდო დიკაბრიომ, ჯარედ ლეტომ, მეტ დილანმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯუს ლოუმ, თუმცა არცერთ მათგანს მასთან ოჯახის შექმნა არ გადაუწყვეტია. ყველა თავბრუდამხვევი რომანი კამერონისათვის უიღბლოდ მთავრდებოდა. 2009 წელს მან განაცხადა, რომ დანიშნულია მანეკენ პოლ სკლაფორზე, მაგრამ საქმე არც ამჯერად არ მისულა ქორწილამდე. "ადრე ვფიქრობდი რომ როდესაც 22 წლის ვიქნებოდი ქმარი და 3 შვილი აუცილებლად მეყოლებოდა, მაგრამ გეგმები არ ამეწყო ისე როგორც მინდოდა. ახლა მიდა ვიპოვო ადამიანი, რომელთანაც შვილების გაჩენა მომინდება, მაგრამ დღემდე ასეთს ვერავის შევხვდი." -აცხადებს კამერონ დიასი.



2. რენე ზელვეგერი
ასაკი - 41 წელი
რა თქმა უნდა რენესა და მისი პოპულარული გმირის ბრიჯიტ ჯონსის შედარება უადგილოა, რადგან რენეს გაცილებით იღბლიანი რომანები ჰქონია. ტაბლოიდები წერდნენ რენესა და ჯეკ უატის რომანზე. ის ასევე ჯორჯ კლუნის მეგობარი გოგონაც იყო. 2055 წელს რენე ცოლად გაჰყვა მომღერალ კენი ჩესნის, მაგრამ ქორწინება მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქმართან განშორებისას რენემ მოითხოვა არა განქორწინება, არამედ ქორწინების ანულიერება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა გათხოვილი. "თავს მარტოხელად არ ვგრძნობ, უბრალოდ ამისთვის დრო არ მრჩება." -ამბობს მსახიობი. ახლა რენეს რომანი აქვს ბრედლი კუპერთან, რომელიც ფილმი "საქმე #39" - ის გადაღებებზე გაიცნო.



3. კაილი მინოუგი
ასაკი - 42 წელი
კაილი მინოუგს ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება ქალმა იოცნებოს, ოჯახის გარდა. "ვაცნობიერებ, რომ დრო მიდის, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ.", - მაგრამ სევდიანად აღნიშნავს მომღერალი. ამჯერად მას რომანი აქვს მანეკენ ანდრე ვალენკოსთან, რომელიც მასზე 10 წლით პატარაა. ეს რომანი უკვე ორი წელია გრძელდება, მაგრამ ქოწინებას ჯერ პირი არ უჩანს. "ანდრე ჩემთვის ნამდვილი ბრილიანტია, ყველაზე გულიტადი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. არავინ იცის, რა იქნება მომავალში. ჩვენ ძალიან კარგი, რომანტიკული ურთიერთობა გვაქვს. მისგან სულ ველოდები გულისა და ხელის შემოთავაზებას, მაგრამ შეიძლება ეს არც თუ ისე კარგი შემოთავაზება იყოს", - ამბობს კაილი.



4. ნაომი კემპბელი
ასაკი - 40 წელი
40 წლის შავი ავაზა პოდიუმის დედოფლად ითვლებოდა. ის დიზაინერებისა და ფოტოგრაფების მუზაა. ახლა კი რუსი მილიარდერის ვლადისლავ დორონინის აღფრთოვანების ობიექტიცაა. სუპერმოდელი ვლადისლავს ოცნების მამაკაცს უწოდებს და აღიარებს, რომ მზად არის დედობისთვის, მაგრამ ბიზნესმენი მის ცოლად მოყვანას არ ჩქარობს. ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილის მოლოდინი მოლოდინად რჩება. ქორწილის ბოლო, სავარაუდო თარიღი გასული წლის 7 დეკემბერი იყო. პრესა უკვე დაიღალა მათ მოსალოდნელ ქორწილზე წერით და ალაპარაკდა, რომ ეს ურთიერთობა კარგი საქმიანი გარიგებაა. წლების განმავლობაში ნაომის საყვარელ მამაკაცებს შორის, იყვნენ ნაიკ ტაისონი, რობერტ დე ნირო, სილვესტერ სტალონე, აშერი, ფლავიო ბიატორე და ჰოაკინ კორტესი.



5. შარლიზ ტერონი
ასაკი - 35 წლის
მსახიობს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. ის ამბობს "არც იოცნებოთ, რომ პირად ცხოვრებაზე ავლაპარაკდე და ჭორებზე კომენტარები გავაკეთო". ბოლო 9 წელი შარლიზმა სტიუარტ ტაუნსენდთან გაატარა, რომელიც ფილმის "24 საათი" - ს გადაღებებზე გაიცნო, მაგრამ ქორწილი მაინც არ შედგა. პრინციპში თავის ინტერვიუში მან თქვ ,რომ ბავშვობაშიც კი არ უოცნებია თეთრ საქროწინო კაბაზე და ფატაზე.



6. დრიუ ბერიმორი
ასაკი - 36 წელი
ჟურნალისტები ტყუილად ცდილობდნენ გამოეცნოთ დრიუსა და ჯასტინ ლონგის ქორწინების თარიღი. ვარსკვლავების სიყვარულის ისტორია დაშორებით დასრულდა. ახლა დრიუს გვერდით ცნობილი ლოველასი ვილი კოპელმანია და ორივემ კარგად იცის, რომ ეს დროებითი გართობაა. თავის უიღბლო პირად ცხოვრებაში, დრიუ მამას ადანაშაულებს. "ჩემი აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მამას საერთოდ არ ეცალა ჩემთვის რაც ბუნებრივია ჩემს ცხოვრებაზეც აისახა. ჩემი პირადი უიღბლობები იმის შედეგია, რომ მამამ კაცებთან ურთიერთობა არ მასწავლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევხვდები ადამიანს, რომელთანაც ყველაფერს გავიზიარებ, მათ შორის ოჯახსაც." - აცხადებს მსახიობი.


 

კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 1044 | დაამატა: SoFka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz