კვირა, 19.05.2024, 18:29
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » მარტი » 20 » ძალიან კარგი ლექსია
00:16
ძალიან კარგი ლექსია



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. 

შენი თვალების ნაცნობი ფერი 
მაკლია მაშინ და მენატრება, 
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი 
არ ვიცი, ასე რად მემართება. 

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, 
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი 
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს 
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი. 

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... 
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, 
და მაინც თუკი ჩემი იქნები 
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი. 

მე მახალისებს შენი დანახვა, 
შენ იასამნის აგდის სურნელი, 
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, 
ხარ სანატრელი და სასურველი. 

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
კატეგორია: სხვა... | ნანახია: 590 | დაამატა: bazZyka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz