კვირა, 19.05.2024, 18:07
მოგესალმები სტუმარი

მთავარი » 2012 » მაისი » 8 » ბისექსუალი ვარსკვლავები
10:37
ბისექსუალი ვარსკვლავები
ბისექსუალი-ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ერთნაირად იზიდავს როგორც მდედრობითი, ისევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
როგორც აღმოჩნდა, ბისექსუალების ნაკლებობას არც ჰოლივუდი განიცდის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ "ორ ფრონტზე მებრძოლ" ვარსკვლავებს.

მეგან ფოქსი.
"ტრანსფორმერების" ვარსკვლავი მეგან ფოქსი არასოდეს მალავდა, რომ მას ხიბლავს როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები: "მე ბისექსუალი ვარ და ამავდროულად ეგოისტიც, როდესაც ბი-გოგონას ვხვდები, მასზე ვეჭვიანობ, რადგან ვიცი, რომ მას ჩემს გარდა მამაკაცებთანაც სძინავს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემს საწოლში მხოლოდ ნამდვილი ლესბოსელები დავპატიჟო." რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი სკანდალური კვლავ მეგანის პიარს რომ ხმარდება-ეს ცხადია.
ბისექსუალი ვარსკვლავები



ანჯელინა ჯოლი.
ჰოლივუდელი ლამაზმანი ანჯელინა ჯოლიც ბისექსუალად მიიჩნევა. აი რა უთხრა ჟურნალისტებს მისმა ყოფილმა გოგონამ, ჯენი შიმიცუმ: " მახსოვს მაშინ ოცდაოთხი წლის ვიყავი, მე და ანჯელინა კლუბში წავედით და იქ ერთმანეთს პირველად ვაკოცეთ. ეს დაუვიწყარი იყო. შესანიშნავი დამოკიდებულება გვქონდა, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით. ანჯელინა იქ ქალი არაა, რომელთანაც ერთ ღამეს გაატარებ და მერე დაივიწყებ."
ხოლო ანჯელინა გამოტყდა რომ მას გამხდარი ქალები არ უყვარს: " მას შემდეგ, რაც ქალებთან დავიწყე ურთიერთობა, მივხვდი, რომ გამხდარ და მაღალ ქალთან წოლა მოუხერხებელია, ეს იგივეა ჯოხს ჩაეხუტო. თან ამ დროს ოცნებობ, რომ რაც შეიძლება მალე ჩააქრო შუქი."
ბისექსუალი ვარსკვლავები



ფერჯი.
მომღერალი ფერჯი ამჟამად დაქორწინებულია, მაგრამ მაინც უყვარს იმ დროის გახსენება, როცა ქალებს ხვდებოდა: "მე არ დავმალავ, რომ ვიყავი ბისექსუალი, მაგრამ პარტნიორთან არასოდეს მქონია ხანგრძლივი ურთიერთობა. ვგიჟდები ქალის ლამაზ სხეულზე. თუმცა ამჟამად ჩემი მეუღლის ერთგული ვარ."
ბისექსუალი ვარსკვლავები



ლედი გაგა.
მომღერალმა ლედი გაგამ თავისი აღიარებით ყველა დაშოკა და თან დასძინა, რომ სულაც არ სცხვენია იყოს ბისექსუალი: "მე მიყვარს სექსი და არ აქვს მნიშნელობა პარტნიორის სქესს. აი ჩემს ბოიფრენდებს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ მე ქალებიც მხიბლავს."
ბისექსუალი ვარსკვლავები



დევიდ ბოუი.
როკ-ლეგენდა დევიდ ბოუი თვლის, რომ სექსი მამაკაცთან მის ცხოვრებაში საუკეთესო რამ იყო: " ვთვლი, რომ ამაში ცუდი არაფერია. ხალხს გავუმხილე ის, რაზეც ვოცნებობდი."
ბისექსუალი ვარსკვლავები



ლინდსი ლოანი
ბევრისთვის ცნობილია ლინდსის ბისექსუალობის ამბავი, ის სამანტა რონსონს ხვდებოდა: "მე თავს კარგად ვგრძნობ მამაკაცების მკლავებშიც და ქალის გვერდითაც. არ ვარ ლესბოსელი, უბრალოდ მიყვარს ადამიანები, მათ სექსს მნიშვნელობა არ აქვს. დღეს თუ ქალთან მექნება სექსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ კაცთან არ დავწვები."
ბისექსუალი ვარსკვლავები



დროუ ბერიმორი.
მსახიობი თვლის, რომ ქალებს შორის მეგობრობაზე დიდი გრძნობის გაჩენა სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია: " მომწონს თუ არა ქალები? დიახ! თუმცა სამწუხაროდ მე გოგონასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არასოდეს მქონია. ალბათ ამ საქმისთვის კაცები უფრო გამოდგებიან".
ბისექსუალი ვარსკვლავები



ბრაიან მოლკო.
ჯგუფ Placebo-ს ლიდერი ბრაიან მოლკო საკუთარ თავს უწოდებს "ლეზბოსელს მამაკაცის სხეულში". რადგან მას ქალები და მამაკაცები ერთნაირად ხიბლავს: "მე არც ჰეტეროსექსუალი ვარ და არც ჰომოსექსუალი, მე თვითონ სექსი ვარ. ხშირად ვფიქრობ, რომ მე ყველას ვუნდივარ-ნებისმიერ ქალს და ნებისმიერ მამაკაცს."
ბისექსუალი ვარსკვლავები
კატეგორია: სხვა... | ნანახია: 910 | დაამატა: SoFka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
მე მომწონს საიტი
კატეგორიები
Top მომხმარებლები
დღის ვიდეო
მინი ჩატი
Facebookხალხისთვის
Victoria's Secret
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
სიყვარული არსებობს?
javascript:; javascript:;
სულ უპასუხა: 177

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Website builder - uCoz